ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
,,თეგეტა მოტორსის" დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში კომპანია ,,BOSCH"-ის მიწვევით
06/04/2012

პრესრელიზი

6 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგუსრკაია
(+995 32) 224 44 44, 226 44 44
Fax: (+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1119)
d.velengurskaia@tegetamotors.ge
http://www.tegetamotors.ge/

,,თეგეტა მოტორსის" დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში კომპანია ,,BOSCH"-ის მიწვევით

[PUBLICITY.GE] თბილისი, 5 აპრილი, 2012 - გერმანიის ქალაქ შტუტგარდში კომპანია ,,BOSCH"-მა ,,თეგეტა მოტორსის" დელეგაციას უმასპინძლა.

ვიზიტი განხორციელდა კომპანია ,,BOSCH"-სა და ,,თეგეტა მოტორსს" შორის BSS პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი აქციის პირობებით. აქცია ითვალისწინებდა  2012 წლის განმავლობაში ,,BOSCH"-ის პროფესიონალური ელექტროინსტრუმენტების რეალიზაციების სტიმულირების მიზნით სტრატეგიული პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებისა და ,,თეგეტა მოტორსის" თანამშრომლების დასწრებას სპეციალურ შემეცნებით-წამახალისებელ ღონისძიებებზე.

,BOSCH"-ის სპეციალისტების მიერ ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულ იქნა როგორც თეორიული ტრენინგები, ისე ელექტროინსტრუმენტების და მზომი ტექნიკის პრაქტიკული დემონსტრაციები. დელეგაციის წევრები გაეცნენ ,,BOSCH"-ის ელექტროინსტრუმენტების სრულ ასორტიმენტს,  მათ მიეცათ საშუალება უშუალოდ გამოეცადათ ინსტრუმენტები, გაეკეთებიათ სხადასხვა ტექნიკური შესაძლებლობების ინსტრუმენტების ურთიერთშედარება და თავად გამოეტანათ დასკვნები კონკრეტული საჭიროებისთვის შესაბამისი ინსტრუმენტის შერჩევის თაობაზე.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრა "Bosch Power Tools"-ის აღმოსავლეთ ევროპის გაყიდვების დირექტორთან ბატონ პეტერ როზესთან. დრო დაეთმო სასიამოვნო ღონისძიებებსა და ექსკურსიებს. როგორც „თეგეტა მოტორსის" თანამშრომლები აღნიშნავენ, ვიზიტი იყო ნაყოფიერი და მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ,,BOSCH"-ის ელექტროინსტრუმენტების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლების გარდა, „თეგეტა მოტორსმა"  ვიზიტს დაასწრო კორპორატიული კლიენტი ორგანიზაციების წარმომადგენლები: სს „მადნეული", შპს „კვარციტი", შპს „ენსისი"(NCC), შპს „რუსმეტელი", სს „სილქნეტი", შპს „მენო ინტერნეიშენალ". აღნიშნული ორგანიზაციები გამოირჩეოდნენ  2011 წელს „თეგეტა მოტორსში"  ბოშის ელექტრო ინსტრუმენტების შესყიდული დიდი რაოდენობით. „თეგეტა მოტორსი" მომავალ წელსაც გეგმავს მსგავს აქციას 2012 წლის შესყიდვების მიხედვით გამორჩეული კორპორატიული მომხმარებლებისთვის.

წაკითხულია: 2284